ქუთაისში პოლიცია ამ დრომდე ეძებს შეიარაღებულ, ნიღბიან პირებს, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით ქალი სასტიკად სცემეს და მიიმალნენ.

"ინფო იმერეთს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ ნიღბიანმა უცნობმა პირებმა ქუთაისში ქალი 11 ივლისს დააყაჩაღეს.

ნაცემია ქალი, რომელსაც ამ დრომდე დაუდგენელი პირებს თანხას და ძვირად ღირებულ ნივთებს სთხოვდნენ. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდამსხმელებმა ვერაფრის წაღება მოახერხეს.

"ინფო იმერეთი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა უწყების პრესსამსახურში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავეების დაკავება ვერ მოხერხდა.